logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ვარ პოლიტიკოსი და ვარ ძალიან პრინციპული
- +

3 აგვისტო. 2016. 14:24


მე ვარ პოლიტიკოსი და ვარ ძალიან პრინციპული", - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა ოპონენტების ნაწილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც , პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს. 


როგორც იზორიამ აღნიშნა, მას ეს არგუმენტები არ ესმის და მთავარია პოლიტიკოსი იქნება თუ სპეციალისტი, ის იყოს პრინციპული. 


პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ შეიძლება იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს და იყოს დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ, ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარია", - განაცხადა იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner