კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშები გადმოიფინა ადმინისტრაციულ და სხვადასხვა შენობებზე.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნულ სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.