logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პასუხობს ქვეყნის გამოწვევებს და საზოგადოების საჭიროებებს
- +

14 იანვარი. 2022. 15:15

 

 

„2012 წლიდან მოყოლებული, უკვე დადგება მეათე გაზაფხული, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აანონსებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს:

 

„მე მას პირდაპირ მინდა ვუთხრა მას (მიხეილ სააკაშვილი) და მის პარტიას, რომ კიდევ ბევრი ასეთი გაზაფხული დადგება, როდესაც „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მხარდაჭერით იქნება სახელისუფლებო ვერტიკალში, ვინაიდან, ეს არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხობს ქვეყნის გამოწვევებს და საზოგადოების საჭიროებებს. ამიტომ, ეს უკვე ემსგავსება მულტიპლიკაციური ფილმის სცენარს“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner