logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფაქტორსაც წარმოადგენს
- +

14 იანვარი. 2022. 15:32

 

 

„საქართველოს ეკონომიკის კოვიდ რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის ფონზე, რაც წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაში აისახა, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ექსპორტის სარეკორდო ზრდაც ადასტურებს. წინასწარი პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზრდება, რაც რეგიონში და ევროპაში ირლანდიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია! ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, 2021 წელს საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ უკვე ნოემბერში ჩანდა, რომ წლის ბოლოს ექსპორტი ბოლო წლების რეკორდს მოხსნიდა, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის თვალსაზრისით და წლის ბოლოს ასცდებოდა რა 3 მილიარდ აშშ დოლარს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევდა.

 

„2021 წლის დეკემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 28.8 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა 2019 წლის დეკემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის დეკემბრის ექსპორტი 2019 წლის დეკემბრის ექსპორტს 23.5 მლნ აშშ დოლარით, 5.9%-ით აღემატება). შესაბამისად, 2021 წელს წლიურ მაჩვენებელში ექსპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, არათუ პანდემიური პერიოდის, არამედ 2019 წლის - პანდემიამდე პერიოდის, აქამდე არსებულ რეკორდულ მოცულობასაც კი. 2021 წელს ექსპორტი გაიზარდა 26.9 პროცენტით და 4 242.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს, როცა ექსპორტის წინა რეკორდული მოცულობა (3 798.4 მლნ აშშ დოლარი) დაფიქსირდა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, გავიდა რა 3.2-მილიარდიან ახალ ისტორიულ მაჩვენებელზე, მთელი 50 %-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ნოემბრის მონაცემებსაც კი, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტს შეადგენს და მთელი 10 პროცენტით მეტია იმავე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

ნიშანდობლივია, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც 25.6 პროცენტით (14 319.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს. გაუმჯობესებულია სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობაც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, რაც 43 პროცენტიდან 40 პროცენტამდეა შემცირებული. შედარებისათვის, კრიზისულ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა და 3 343.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15.4 პროცენტით ნაკლები იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 8 052.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

„ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საექსპორტო პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმის სახით, ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას, რომელიც "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება თანადაფინანსების მექანიზმების სახით და რომელთა დაფინანსებაც 2022 წლის ბიუჯეტში სულაც სარეკორდო 270 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ექსპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner