„თურმე ოსები „საკუთარ“ ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ - ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?!“ - ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ვიდეომონაკვეთს სასამართლო სხდომიდან, რომელიც იხსენებს გიორგი ანწუხელიძის წამების ფაქტს და საკუთარ თავს სწორედ მას ადარებს.
„ამ „რამკიან“ გიჟს მოუსმინეთ. გიორგი ანწუხელიძეს ადარებს თავს. ერთნაირად გაგვზარდესო ჩვენ დედებმა ორად-ორ რამეს სთხოვდნენო ოსები წამებისას - ქართულ მიწას აკოცეო და მიშას შეაგინეო და არც ერთი არ შეუსრულაო. თურმე ოსები „საკუთარ“ ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ - ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! მკაფიოდ ისმის ვიდეოში - „მიწა იკოცე, მიწა“ - და რა თქმა უნდა, „ოსური“ მიწა იგულისხმება!