logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთი დასავლეთის პასუხს უსასრულოდ არ დაელოდება
- +

14 იანვარი. 2022. 17:47

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით დასავლეთისგან წერილობით პასუხს ელოდება, თუმცა ეს ლოდინი უსასრულო არ იქნება.

 

„ველოდებით წერილობით რეაგირებას. ჩვენი ვარაუდით, პარტნიორებმა გაიაზრეს, რომ საჭიროა სწრაფი, კონკრეტული რეაგირება, წერილობითი ფორმით და რომ ჩვენ მათ უსასრულოდ არ დაველოდებით. ყველა ხვდება, რომ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები დამოკიდებულია აშშ-ზე. საუბრები მოკავშირეებთან კონსულტაციების აუცილებლობის შესახებ უბრალოდ დროის გაყვანის მცდელობაა. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ მოვახსენებთ ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინს და მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ რიგში კი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სასარგებლოდ“, - აცხადებს ლავროვი.

 

12 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner