logo_geo
eng_logo
ნორვეგიაში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყება
- +

14 იანვარი. 2022. 17:48

 

 

„ნორვეგიაში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყება“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (FHI) რეკომენდაციას ვასრულებთ და ბავშვებს უფასო ვაქცინაციას შევთავაზებთ, თუ მშობლებსა და მეურვეებს ეს სურთ“, - ნათქვამია ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

ნორვეგიაში, მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა კორონავირუსის ვაქცინის, სულ მცირე, ორი დოზა მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner