„ნორვეგიაში, 5-11 წლის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყება“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (FHI) რეკომენდაციას ვასრულებთ და ბავშვებს უფასო ვაქცინაციას შევთავაზებთ, თუ მშობლებსა და მეურვეებს ეს სურთ“, - ნათქვამია ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ნორვეგიაში, მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა კორონავირუსის ვაქცინის, სულ მცირე, ორი დოზა მიიღო.