-
+
14 იანვარი. 2022. 17:51
ჟურნალისტი ირაკლი შონია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საერთოდ როგორ ახსენებს ზვიადს ეს შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი! მესამე პირში რომ საუბრობ, ზვიადი მოკლესო, შე ნაძირალა! რამდენი ვიომეთ მთავარ პროკურატურაში, რომ პრეზიდენტის მკვლელობა გამოძიებულიყო და ქართველ ერს სიმართლე სცოდნოდა! როგორ დააფარე ხელი პრეზიდენტის მკვლელებს და საქმე თაროზე შემოდე! ჩვენ, იურისტებს საშვები გაგვიუქმე მთავარ პროკურატურაში და ოქრუაშვილს ათქმევინე, „ზვიდისტებს“ ათკაციანი „ალფას“ ბატალიონიც ეყოფა, სუყველა ფანჯრიდან გადავყაროთო! რას ბოდავ ახლა? სინდისდაკარგულო არაკაცო! შენ არ ადარებდი ზვიადს სადამ ჰუსეინს? რამსებდაცურებულო ლაჩარო!!!“ - წერს ირაკლი შონია.