logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ზვიადის გადმოსვენებისას სააკაშვილი პირდაღებული უყურებდა ხალხით გადაჭედილ მოედანს და სად დაემალა შური, არ იცოდა...
- +

14 იანვარი. 2022. 17:59

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების თემაზე სოციალურ სელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ერთი გაუცნობიერებელი დედაკაცი სოცქსელში მეწიკვინება: იიი, მიშამ გადმოასვენა ზვიადი და მადლობლები არ ხართ?.. არადა, არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ქალს ოდესმე რაიმე ეროვნულთან, მაგრამ ხომ უნდა გამოხტეს აქტივისტად. ვინც არ იცის და გულწრფელად აინტერესებს, იმათ გასაგონად ვწერ: ჩეჩნეთი რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც  პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევის დროს იყო, რომელმაც უდიდესი პატივით დაკრძალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, იმ სამთავრობო რეზიდენციის ეზოში, სადაც დევნილი ზვიადი ცხოვრობდა, შეიძლება კიდევ დიდი ხნით დარჩენილიყო პრეზიდენტის საფლავი გროზნოში, მაგრამ შემზარავი ორი ომის შემდგომ გროზნო აღარ არსებობდა, არც ერთი შენობა და არც ერთი ქუჩა, ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, სადაც ზვიადი ცხოვრობდა და დაკრძალეს, ტრიალი მინდორი იყო დარჩენილი. რუსებისგან ოკუპირებულ გროზნოში გადაწყდა ფაქტიურად ახალი ქალაქის მშენებლობა თანამედროვე ცათამბჯენებით და ამ მშენებლობის პროცესში, დიდი ალბათობით, საქართველოს პრეზიდენტის საფლავი დაიკარგებოდა, ამიტომ პრეზიდენტის ოჯახი იძულებული შეიქმნა (სხვა გზა არ ჰქონდათ), პრეზიდენტის ცხედრის გადმოსვენებაზე ეზრუნა, მთელი სიმძიმე კი ცოტნე გამსახურდიამ იტვირთა. როცა გროზნოში ჩავიდა, არც ადვილად მოსაძებნი აღმოჩნდა საფლავი. ცოტნე გროზნოდან ითხოვდა, ვიდეოკასეტა გამომიგზავნეთ პრეზიდენტის დაკრძალვის დღეების, რომ კადრებით ორიენტირება ავიღო, სად მდებარეობდა სახლი და საფლავიო, მე დამიკავშირდა ქ-ნი მანანა და მისი მეშვეობით გავუგზავნე ცოტნეს ვიდეოკასეტა, რომელსაც წლები ვინახავდი და ვუფრთხილდებოდი... ცოტნემ მოახერხა ზვიადის ცხედრის გადმოსვენება ლარსის საგუშაგომდე, სადაც უკვე უამრავი ადამიანი ველოდებოდით, მიშა სააკაშვილი არავის დაუპატიჟნია სამძიმარზე, მაგრამ თვითონ უნდოდა შეეფერებინა. მან ოფიციალურად არ გამოაცხადა გლოვის დღე და არც სახელმწიფო შენობებზე დააშვებინა ალამი, მხოლოდ თვალებგადიდებული და პირდაღებული უყურებდა რუსთაველის გამზირზე და მთავრობის სასახლის წინ ხალხით გადაჭედილ მოედანს და მაშინაც, სად დაემალა შური და ბოღმა, არ იცოდა, რადგან საქართველოს ყველა კუთხის შვილმა მოახერხა დედაქალაქში ჩამოსვლა და მთაწმინდამდე ფეხით ააცილა ეროვნული გმირი! დაკრძალვის დღეს გაცოცხლდა დიდი ეპოქა 90-იანი წლების და სახლშიც კი აღარავის უნდოდა წასვლა... ვისაც სიმართლე აინტერესებს, ეს არის და ვისაც უნდა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება სიცრუით, მაინც არაფერი გამოუვა! ისე როგორც ზოგიერთების ვიწრო პარტიული ბაქიბუქი ეროვნული მოძრაობის სახელით!“ - წერს ირაკლი შონია.

 

ფოტოზე 1994 წ თებერვალი, პირველი პრეზიდენტის დაკრძალვა გროზნოში

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner