logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი ლადო ხინჩეგაშვილზე: არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს, გამოიყენოს შვებულება
- +

14 იანვარი. 2022. 18:01

 

 

„არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს, გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს, რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გორის მერის ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ ლადო ხინჩეგაშვილის რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას.

 

„აი, ეს არის მარაზმი, სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!

 

არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს, რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა.

 

სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს!“ - წერს ნინო წილოსანი Facebook-ის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner