logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილის ეს მორიგი „კარტიც“ აღმოჩნდა ბლეფი, ვერაფერი ვერ გააწყო
- +

3 აგვისტო. 2016. 14:26


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც ასააკაშვილის მიერაა დაწერილი.

სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს საზოგადოებაში არჩევნებამდე.


იცის, რომ არჩევნებს აგებს და არასაარჩევნო რაღაც გზებს ეძებს, მაგრამ ყველა მცდელობა ჩაუვარდა წყალში, ეს მორიგიკარტიც" აღმოჩნდა ბლეფი, ვერაფერი ვერ გააწყო.
ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა, პირველ რიგში, მისმა თავჯმდომარემ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით
საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდეც, როგორც კი იქიდან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს იქ, სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეები საკმაოდ ბევრნი არიან", -განაცხადა სუბარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner