logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: საქართველო ნატოსა და აშშ-ის ღირებული პარტნიორია, ვაგრძელებთ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას
- +

14 იანვარი. 2022. 21:43

 

 

„ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატოს შესახებ ნატოს გარეშე და არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - ამის შესახებ კელი დეგნანმა დავით ზალკალიანისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომელიც თბილისში, აშშ-ის საელჩოში შედგა. აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები.

 

„ერთი რამ ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და სწორედ რუსეთმა განახორციელა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის მანძილზე. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, - განაცხადა დეგნანმა.

 

მან ყურადღება ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე გაამახვილა, რომლებმაც, მისი თქმით, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუტანა საერთო მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

 

„ეს ის პრინციპებია, რომლებსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ. ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველო კარგად იცნობს რუსეთს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner