ჟურნალისტი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„სააკაშვილი საცოდავია!
არა იმიტომ, რომ პატიმარია;
არა იმიტომ, რომ თავს დავით აღმაშენებელსა და ზვიად გამსახურდიას უტოლებს...
უფრო - იმის გამო, რაც გუშინ უთქვამს.
***
როგორ გავიმეორო?!
უნდა გავიმეორო!
ტილიანი საქართველოო?!
***
კიდევ კარგი, რომ ამას ანა ვერ მოისმენდა!
მაგრამ...
მართლა ვერ მოისმენდა?!
***
სააკაშვილი საცოდავია!
მას ეს არ ასწავლეს:
„შენ ისე ღრმა ხარ,
ქართულო ცაო,
შენ ისე
ღრმა ხარ"...
***
სხვათა შორის, როცა ანა გარდაიცვალა, კახეთში ბრძანდებოდა. მისცვივდნენ პრეზიდენტს ტელეკამერები და ჟურნალისტები...
იმან კი მორიგი კურიოზი დაიმართა:
დღესაც ყურში ჩამესმის მისი სტრიქონებიო და...გალაკტიონისა წარმოთქვა: „ატმის რტოო, დაღალულო რტოო"...
***
მაშინ მოსწრებულად იხუმრა მაყვალა გონაშვილმა, - ეტყობა, ხეზე დაწერილი ყველა ლექსი ანასი ჰგონიაო...
აი, ამ ხუმრობაში კი ნამდვილად ეკუთვნოდა რუსთაველის პრემია!
***
სააკაშვილს დავუბრუნდეთ.
ცოდოა თუ საცოდავი?
მან ხომ ამ ორ სიტყვას შორის განსხვავებაც არ იცის?!
ანუ ორივეა.“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.