logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: მამა რომანოზი ლეგენდად იქცევა!
- +

14 იანვარი. 2022. 22:39

 

 

ჟურნალისტი, ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„რაც უფრო მეტი დრო გავა,მამა რომანოზი ლეგენდად იქცევა,ოღონდ რეალურ პერსონაჟად,როგორიც იყო თავისი ცხოვრებით სამართლიანობის გზაზე!

საშინელი დრო გამოვიარეთ 1992 -93 წლებში როდესაც ხუნტისგან მოკლულ ახალგაზრდებს ვკრძალავდით,სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში ჩადიოდა წესის ასაგებად.მიტინგებზეც ხშირად დადიოდა,განსაკუთრებით მშობლიურ წალენჯიხში.

როცა მხედრიონი შემოიჭრა 6 ივლისის ტრაგიკული მოვლენების დროს წალენჯიხის ისტორიული ტაძარი დაარბიეს,მამა რომანოზს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს.ჩამოიყვანეს თბილისში და პოლიციის ცენტრალურ სამმართველოს კპზ-ში გამოამწყვიდეს.მისი წამება ციხეშიც გაგრძელდა,მან კი შიმშილობა გამოაცხადა....გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააგრძელა მამაომ სულიერი ცხოვრებაც და ეროვნულ დაუმორჩილებელი მოძრაობის მხარდაჭერა!მან მაგალითი უჩვენა დანარჩენ სასულიერო პირებს,როგორ უნდა მდგარიყვნენ სამართლიანობის და საქართველოს გვერდით! 1993 წ 24 სექტემბერს, დევნილობიდან კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ზუგდიდში ჩამოვიდა,მეორე დღესვე ავიდა წალენჯიხაში,სადაც მამა რომანოზი შეეგება ტაძართან,მან პრეზიდენტს ბიბლია აჩუქა,ხოლო ზვიადმა შთაბეჭდილებათა წიგნში სამახსოვრო წარწერა გაუკეთა. ბ-ნი ზვიადი ადრეც სტუმრობდა ტაძარს და მაშინაც სამახსოვრო წარწერა დაუტოვა მამა რომანოზს,რომელსაც  კომენტარებში ვაქვეყნებ და მადლობას  ვუხდი,ამ ჩანაწერის გადმოცემისთვის მამაოს ვაჟს ლადო ჩიქობავას!

ერთ თბილ დღეს კი მე ავედი წალენჯიხში,(წალენჯიხის ტაძარში ხშირად დავდივარ).მამა რომანოზი გულთბილად მეგებება და მთხოვს:-ადი, წალენჯიხის სამრეკლოზე და შემოჰკარი ზარიო. არ მაქვს მაგის უფლება მეთქი,ვუპასუხე. კურთხევას მე გაძლევო მიპასუხა მამაომ.ბოლოს ნახევრად დანგრეულ ქვითკირის კიბეებზე ერთად ავედით,საოცარი შეგრძნება მქონდა. ისე შემოჰკარი ზარი,მთელმა წალენჯიხამ გაიგოსო,ისევ მითხრა მამა რომანოზმა...დღემდე არ ვიცი რა იყო ეს,ალბათ უფლის ნება და განცდა,რომ ამ ცხოვრებაში კიდევ მაქვს საქმე გასაკეთებელი...ისე დავრეკე ზარი,მართლაც სასიამოვნო ხმად გადასწვდა წალენჯიხას,მისი მაღალი სამრეკლოდან მთელი ქალაქი ჩანს....ეს დღე არასოდეს დამავიწყდება!

ფოტოც მაშინ გადავიღეთ და შემომრჩა მთელი ცხოვრება სამახსოვროდ! მამა რომანოზმა ბოლომდე მოიხადა ვალი თავისი ქვეყნის და უფლის წინაშე,ნაადრევად კი წავიდა ამ წუთისოფლიდან. მისი საფლავიც იქვე ტაძრის ეზოშია და ყოველთვის მივდივარ.ვინც ფოტო გადაგვიღო ზაზა ტაბიძე,,სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...ესეც ალბათ ჩვენი ქარიშხლიანი ბედისწერის ნაწილი იყო...“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner