logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ პუტინსა და ბაიდენს სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა
- +

15 იანვარი. 2022. 00:42

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამერიკული მხარე ამ ინიციატივას „ინტერესით შეხვდა“, რუსეთის რეაქცია კი ამ დრომდე უცნობია.

 

12 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხები, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ ვითარება და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner