ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ. მხარეებმა კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხს, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზებზე განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება გავაკეთოთ, რაში შეიძლება იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება გაგიწიოთ მხარდაჭერა. ასევე მაინტერესებს რამდენად მსუბუქია „ომიკრონის“ დღევანდელი მიმდინარეობა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.