logo_geo
eng_logo
სოციალური მომსახურების სააგენტო: სამტრედიაში, სერვის ცენტრში გარდაცვლილ მოქალაქეს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ჰქონდა
- +

15 იანვარი. 2022. 01:13

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიაში, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ის სოციალური დახმარების მიმღები პირი არ იყო.

 

„აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner