logo_geo
eng_logo
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ამჟამად ფინეთი ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს
- +

15 იანვარი. 2022. 01:42

 

 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ამჟამად ფინეთი ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„ფინეთი არ განიხილავს ნატოში გაწევრიანებას და არც აქვს მსგავსი გეგმები. ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკა უცვლელი რჩება“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ფინეთისა და შვედეთის ინტერესი ნატოს წევრობის მიმართ საერთაშორისო დებატების თემა მიმდინარე კვირაში გახდა, როდესაც რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ჟენევაში უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფინეთს ნატოში გაწევრიანება სურს მას შემდეგ, რაც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, როგორც კონფრონტაციის ინსტრუმენტს განიხილავს.

 

ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner