logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მცდელობას, ევროპაში გავლენის სფეროები შექმნას
- +

15 იანვარი. 2022. 01:27

 

 

„ჩვენ ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა ეს არასდროს მოხდება ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის ხარჯზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

„ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მცდელობას, ევროპაში გავლენის სფეროები შექმნას. არ შეიძლება ისტორიის გადაწერა და არც დროის უკან დაბრუნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. ისინი განსაზღვრულია, კერძოდ, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში და ჩვენ შევთანხმდით მათ დაცვაზე. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებსაც რუსეთი ემუქრება და მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების არსებულ მექანიზმს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი სამხედრო აგრესია რუსეთისთვის უზარმაზარ შედეგებს გამოიწვევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner