იმუნიზაციის აუცილებლობისა და 50 წელს ზევით ვაქცინირებული მოქალაქეების წამახალისებელი 200-ლარიანი დანამატის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
ამ დროისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 15 ათასზე მეტი ადგილობრივია ვაქცინირებული.