„გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს მიღებული, ეს ეხება არა მხოლოდ კარანტინს ან იზოლაციას, არამედ იმ ცვლილებებს, რომელიც მოიტანა ახალმა მუტაციამ“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„შესაძლებელია, რომ ეს პერიოდი ჩვენთან 14 დღიდან შემცირდეს 8 დღემდე, ოღონდ არა ისე რადიკალურად, როგორც არის აშშ-ში. ეს არ ეხება ყველა პაციენტს. ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.