logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას გამოთხოვილი მასალები გადაუგზავნა
- +

3 აგვისტო. 2016. 15:06


თავდაცვის ახალი მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.


„აღნიშნულ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა სამსახურებრივ შემოწმებას. ვინაიდან პროკურატურა არცერთ სამსახურებრივ შემოწმებას არ ზედამხედველობს, შესაბამისად არ გვქონდა ინფორმაცია. მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პროკურატურა დაინტერესდა საკითხით და გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსბული მასალები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner