ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ექიმის ინფორმაციით, ელენე ლანჩავა კლინიკაში 8 დღის წინ შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ 101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული დღეს სახლში გაეწერა.