„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ვრცლად ისაუბრა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით და ასევე უპახუსა მოსახლეობისაგან დასმულ შეკითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, სადღესასწაულო დღეებში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წამახალისებებლი კამპანიის ფარგლებში გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.