logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას უკავშირდება
- +

3 აგვისტო. 2016. 15:07


„ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო სასამართლოს რევოლუციის გეგმა ჰქონდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და გიორგი ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაჟღერებული განცხადებების უკან "ნაციონალური მოძრაობა" მოიაზრება. კონკრეტულად, კი, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2 "-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაასახელა.

„სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე, რომელთაც „ნაციონალურ მოძრაობასთან", „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან, „რუსთავი 2" -ის ხელმძღვანელობასთან, ნიკოლოზ გვარამია მყავს მხედველობაში, აკავშირებთ მჭიდრო სამსახურეობრივი ურთიერთობები, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და დღეს სწორედ ეს განხილვები მიმდინარეობს იმ ფორმატში, რასაც ამ მეგობრობის და ურთიერთობის გამეორება ჰქვია", - აცხადებს  ვოლსკი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner