ხუთი დღეა ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. 130 პაციენტიდან 22 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პედიატრები ბავშვებში ინფიცირების მატებას „ომიკრონის“ შტამის გავრცელებას უკავშირებენ.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება.
„ამ ეტაპზე 130 პაციენტი გვიწევს, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში 22 მათგანია მოთავსებული, თუმცა ამ წუთში მართვით სუნთქვაზე მყოფი და უკიდურესად მძიმე პაციენტი არ გვყავს. რეანიმაციაში არის რამდენიმე, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ საყურადღებოა. მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთს ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება, მათ აქვთ თანმხლები დაავადებები. სხვა პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.