logo_geo
eng_logo
დავით ზალკანიანი: ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე
- +

15 იანვარი. 2022. 15:38

 

 

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში  NATO-ს მიწვევით ვიზიტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ   NATO-ელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს  NATO-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

 

„ჩვენი  NATO-ელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს,  NATO-ს ხელმძღვანელობასთან  ძალიან მნიშვნელოვანია.  ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც  NATO-ს წარმომადგენლებთან , რაც  იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან,  ჩვენი  NATO-ელი  პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში“, - განაცხადა ზალკალიანმა. 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა  NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა   გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია,  NATO-ელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან და ჩემი სატელეფონო საუბრის დროს   NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან,  მან გადმომცა  NATO-ს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და ბრიუსელში გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსია.  ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს  NATO-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს   NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.  ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა  NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner