logo_geo
eng_logo
საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
- +

15 იანვარი. 2022. 16:18

 

 

„საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი კრისტიან ტობირა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ მან ლიონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

ტობირა საფრანგეთის გვიანაში დაიბადა და მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მემარცხენე პოზიციებს იკავებდა. 2002 წელს მან პირველად იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა მხოლოდ ხმათა 2,32% მიიღო.

 

2012-2014 წლებში ის ჟან-მარკ ეიროს მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი თანამდებობა მანუელ ვალსის მთავრობაშიც შეინარჩუნა (2014-2016).

 

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება. კანდიდატურის წარდგენა პრეტენდენტებს მარტის დასაწყისამდე შეუძლიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner