logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ახლა ყველა ერთად ვართ სახლში, იზოლაციის ვადაც დაგვიმთავრდა, ჩემი შვილიც დაბრუნდა და მიხარია, რომ აცრილები ვიყავით - ვაქცინა მუშაობს!
- +

15 იანვარი. 2022. 17:17

 

 

ვაშაააააა! მგონი გადავრჩი!!!

 სამ იანვარს, საახალწლო მოლხენებიდან დაბრუნდა თუ არა ჩემი შვილი, პირდაპირ იზოლირებულ ოთახში გაიმწესა თავი, რაღაც  ვერ ვარ კარგად, მამცივნებს, მაგრამ გაცივებული ვარ, არაა, კორონა არ დამემართებოდაო, დარწმუნებით ამბობდა, მე თავს იმითი ვიმშვიდებდი,

რომც  დაემართოს, აცრილია თქო.

მთელი ღამე იოფლიანა, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ აცრილია თქო!

 დილით სწრაფმა ტესტმა კორონა დაუდასტურა და პირდაპირ იქედან წავიდა კოვიდ სასტუმროში. მე თავს ვიმშვიდებდი - აცრილია თქო!

წარა-მარა ვურეკავდი, სუსტად ვარო, მეუბნებოდა! მე თავს ვიმშვიდებდი-აცრილია თქო!

ამასობაში სახლში  ვხეხავ ყველაფერს, სადაც კი თვალი და ხელი მიმიწვდება, სახლში  მოხუცები მყავს, ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის დიაბეტით და ვფიქრობ, ახლა რა ვქნა, ამათგან ერთსაც რომ დაემართოს, მაგრამ თავს ვიმშვიდებ-აცრილები ვართ, დაბუსტერებულებიც.

მესამე დღეს მეც  ვატყობ- სახე მიხურს, თვალები მეწვის, ფეხები მეყინება, თითქოს ყელიც მტკივა, მტკივა თუ მეჩვენება, ჰააა? ვიზომავ სიცხეს-37.3!  თავს ვიმშვიდებ-აცრილი ვარ! უღონოდ ვარ, ისევ  პატარა სიცხე, და ეს ოთხი დღე გრძელდება.  ტესტის გაკეთებას რა აზრი აქვს, ისედაც ვიცი, რომ უკვე შემომახტა ეს ზოგადსაკაცობრიო ვირუსი, ისედაც იზოლაციაში ვარ, ვიცავ წესებს და სხვა რა უნდა გავაკეთო, რომ დამიდასტურდეს?  სახლში პირბადით დავდივარ, მაგრამ აბა, ბევრს რას მოვერიდები, როცა მოხუცები ყველაფერში ჩემს იმედად არიან. არა და, ვაყურადებ ყველაფერს , ვგრძნობ სხეულში როგორ მებრძვის რაღაც  ბოროტი და უხილავი, აივანზე გავდივარ, ყველაზე ძალიან გრილი ჰაერი მსიამოვნებს, სიცხე მალე მივლის... საშინელებებს წარმოვიდგენ-ნანახს და გაგონილს, შიში მაინც ოხერია, ჩუმად ვითადარიგებ ხალათს, ჩუსტებს, ნიფხავ-პერანგს, ვკეცავ, ვაწყობ, რომ დამჭირდეს, ერთად იყოს,,, ვუკეთავ და უსწრაფესად მოაქვს კურიერს სატურაციის აპარატი, წარა მარა ვიკონტროლებ პულსს წნევას...,  მაგრამ აცრილი ვარ და მაგის იმედი მაქვს!!!

ახლა ყველა ერთად ვართ სახლში, იზოლაციის ვადაც დაგვიმთავრდა, ჩემი შვილიც დაბრუნდა და მიხარია, რომ აცრილები ვიყავით - ვაქცინა მუშაობს!

ანტივაქსერები  და  აუცრელებიც არ გამომეხმაუროთ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner