logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: საშობაო - საკალანდო რიტუალები გურიაში ყველაზე მეტადაა შემონახული
- +

15 იანვარი. 2022. 17:18

 

 

"და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,

სერებს თოვლიანს...

ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...

იდგა ბერმუხა ღამისმთევარი

თოვლში ნაბდითა...

დილით მისდევდა სერზე მწევარი

ნაკვლევს ნადირთა...

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით

გრძნეულ, მარანთან...

შემოდიოდა ჩიჩლაკებით

ჩვენში კალანდა..."

ანა კალანდაძე

 საშობაო - საკალანდო რიტუალები გურიაში ყველაზე მეტადაა შემონახული-ცხემლის ჭრა, ალილო, ბასილას პური,ქათმისფერხვა, საშობაო ღვეზელი, წანდილი-ღვთისმშობლის არჩივი, ფეხადობა, ჩიჩილაკი, ერთ-ერთი აგუნაა.

აგუნა — მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება. აგუნას პატივსაცემი რიტუალი საახალწლო დღესასწაულებზე სრულდებოდა. აგუნას სახელზე საახალწლოდ ცხვებოდა ვაზის  მტევნის ფორმის კვერები (გურიაში ამგვარ კვერს „აგუნას პურს“ ეძახდნენ), მაღლარ ვაზთან და მარანში ლოცულობდნენ და ღვთაებას ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვდნენ. შემდეგ იწყებოდა გადაძახება: „აგუნა, აგუნა, გადმოიარე...

მრავალ კალანდას  დაესწარით, ბედნიერების, ხმები კრიმანჭული და აგუნა არ მოშლოდეს ამ ქვეყანას! გილოცავთ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner