logo_geo
eng_logo
ძლიერი შტორმის გამო შავი ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა
- +

15 იანვარი. 2022. 20:37

 

7 იანვარს, ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი (რუსეთის მოქალეები). 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნავსადგურის მორიგე ოფიცერს დაუკავშირდა გემის კაპიტანი და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს.

 

საზღაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც მეტად დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა.

 

ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე - 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას.

 

ამ მომენტისთვის ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის დასახმარებლად. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას.

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სრულად არის ჩართული პროცესში და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner