logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: დღეს, სამედიცინო პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზის მალე გაკეთება
- +

15 იანვარი. 2022. 21:08

 

„დღეს, სამედიცინო პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზის მალე გაკეთება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ახლა, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რომ რესპირატორი, ნიღაბი, სათვალე და სხვა ყველაფერი, რაც პირადი დაცვის საშუალებას იძლევა, ექიმებს ჰქონდეთ და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი - ვაქცინა და „ბუსტერ“ დოზა. „ბუსტერ“ დოზა თითქმის აორმაგებს დაცვას „ომიკრონის“ გადაცემის თავიდან აცილებისთვის და შემდეგ ეს მოქმედებს ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის შემცირების კუთხით. სამედიცინო პერსონალისთვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზის სწრაფად გაკეთება და ვურჩევ ყველას, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ მესამე დოზა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner