logo_geo
eng_logo
ეკო ფანგანს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

15 იანვარი. 2022. 22:13

 

მოდელი და ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემს ტელეფონზე არ წყდება ზარები, სმსები და ყველა ქსელში შეტყობინებები. დიდი მადლობა, ყველას, მოკითხვისთვის

მოკლედ მოვყვები ჩემს კოვიდ მდგომარეობას, ვიცი გაინტერესებთ. პირველ რიგში, ძალიან კარგად ვარ

მოკლედ, ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა ომიკრონის შტამი (რომელიც ვერ აღიქვამს ამ რაოდენობებს), მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა ჩემში შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს ადამიანს, რომლებთანაც სიმპტომის გამოვლენამდე რანდენიმე სააათით ადრე მქონდა ძალიან ახლო კავშირი (ბუნებრივია, ისინიც აცრილები). არა და, ომიკრონის შტამი საშიშად გადამდებია. #აცრაიცავს

ჩემი სავარაუდო ინფიცირების დღეს არც არავისთვის მიკოცნია, არც ჩავხუტებივარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვისგან გადამედო. რამდენიმეს ერთად დაგვეწყო სიმპტომები, სხვები კარგად არიან. გადაგვდო უცნობმა აუცრელმა.

დღეს მეექვსე დღეა, თავ ვგრძნობ ფანტასტიურად უკვე რამდენიმე დღეა პირველი ორი დღე მტკიოდა ყელი (რაც სულ მტკივა) და ცოტა ხმა დამიბოხდა, გავიკეთე სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, ყველაფერი წესრიგში მაქვს.

ვარ ჯანზეც კარგ განწყობაზეც, სახლში გავდივარ საშუალოდ 5500 ნაბიჯს, ვიღებ 2-3 ლიტრ სითხეს და ვაქტიურობ“,- წერს ეკო ფანგანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner