უამინდობაა ბათუმში. შტორმმა ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დააზიანა. სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი მასა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი ინფრასტრუქტურას საკუთარი ძალებით აღადგენენ.