ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა „აკვაპარკის“ მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.
ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება.