logo_geo
eng_logo
შტორმის შემდეგ სანაპირო ზოლის დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს
- +

16 იანვარი. 2022. 12:27

 

 

ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის   რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.

 

შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა „აკვაპარკის“  მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.

 

ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის  შესაბამისად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner