გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ გასულ თვეს უკრაინის აღმოსავლეთში დანაკარგმა მშვიდობიან მოსახლეობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
კომისარიატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ივლისში უკრაინის აღმოსავლეთში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა, რაც 2015 წლის აგვისტოს შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობაა.
გაერო-ს მონაცემებით, 2014 წლის აპრილიდან უკრაინის აღმოსავლეთში 9 553 ადამიანი დაიღუპა, აქედან თითქმის 2 000 - სამოქალაქო პირია.
ანგარიშის თანახმად, კონფლიქტში ჩართული მხარეები სამოქალაქო პირების დასაცავად საჭირო ზომებს არ მიმართავენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორივე მხარე სამოქალაქო პირების საცხოვრებელი სახლების ძარცვითაა დაკავებული და საკუთარი საჭიროებებისთვის იყნებეს სკოლებსა და საავადმყოფოებს.