logo_geo
eng_logo
კასპში გზების თოვლის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

16 იანვარი. 2022. 15:10

 

 

კასპში უხვი ნალექის მოსვლის და ქარბუქის გამო ზოგიერთი სოფლების მისასვლელ გზებზე  გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების გამო, მუნიციპალიტეტის მერია პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.

 

„თოვლის წმენდითი სამუშაოები  ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობამ შაბათს ღამესვე ქალაქის ქუჩების  ქვიშა-მარილის ნარევის დამუშავდებით დაიწყო.  რაც შეეხება სოფლებს, თოვლის და მინამქრული ადგილების  გასაწმენდად მუშაობს ტექნიკა და  ასევე  იყრება  ქვიშა-მარილის ნარევი. პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით  სამუშაოებში  დამატებით ერთი ერთეული ტექნიკა ჩაერთო“, -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner