logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს გოგო მეცოდება!
- +

16 იანვარი. 2022. 15:20

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

 

„ეს გოგო (ნატო გოგელია) მეცოდება!

 

ჯერ ერთი, იმიტომ მეცოდება, რომ ადრე თითქოს კარგი ჟურნალისტი იყო... რაც ავნოდარასთან დაიწყო მუშაობა, ჟესტიკულაციითაც კი მაგას დაემსგავსა. აღარაფერს ვამბობ თვალების ყვლეპასა და კბილების კრაჭუნზე.

 

კიდე იმიტომ მეცოდება, რომ სადაც დიდ გუბეს ან ტლაპოს ნახავს, ზუსტად იქ ჩახტება ხოლმე. ბედი ჰქონია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ დაიბადა, უთუოდ ტანკს შეუვარდებოდა „ზა სტალინა, ზა როდინუ“-ს ძახილით.

 

ამისთვის წვიმა, თოვლი, ქარიშხალი, სეტყვა, სიცხე, სიცივე, ყინვა არაფერია, არც ხელთათმანებსა ხმარობს, არც „ზონტიკს“, არც ქუდსა და არც არაფერსა. ვუყურებ და სულ მგონია, ან ახლა დაეცემა ბრძოლის ველზე „ზა ნოდარა, ზა ჭუტლექსა“-ს ძახილით, ან ახლა-მეთქი.

 

იცით, კიდევ რატომ მეცოდება?

 

ეგრე დიდხანს ვერ გაატანს, ერთხელაც გაცივდება (ღმერთმა დაიფაროს) და ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება - ატყდება ამბები, არაადამიანურმა ამინდებმა ჩვენი ჟუუუურრრრნალისტი იმსხვერპლა, სად იყვნენ კალაძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილიო?!

 

ჰოდა... კიდევ იმიტომ მეცოდება ნატო გოგელია, რომ ხშირად ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებს და სასაცილოდ გამოიყურება.

 

ახლაც, ბათუმში შტორმი იყო წუხელ და სანაპიროზე მაგიდა გადაყირავდა, თან ინერტული მასალებიც (კენჭები) გამორიყაო. წუხელ ბულვარში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენო (ორი ტიპი გამოიყვანეს გადასაღებად).

 

შტორმი იყო, მაშველები მანქანით იდგნენ, ან „სტოლი“ გადაყირავდებოდა, ან „სტული“, მა როგორ გინდათ?!

 

შვილო, ნატო, შენ ნებაზე ილაპარაკე, აქ დემოკრატიაა, გინდა ავნოდარას მიჰბაძე, გინდა - თაღლით ჭუტა წერეთელს, გინდა - გრიგოლიას, გინდა - ტრაპაიძეს, ოღონდაც „ლაივების“ დროს „ზონტიკი“ გაპარჭყე ხოლმე, შენ რომ გაკანკალებს, განვიცდი.

 

ვიიიიიშ, სამართლიანად არა ვღელამ, ბატონო კუკური?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner