logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში 37 წლის ქალის მკვლელობისთვის ყოფილი მეუღლე დააკავეს
- +

16 იანვარი. 2022. 15:37

 

 

ლაგოდეხში 37 წლის ქალის მკვლელობისთვის ყოფილი მეუღლე დააკავეს. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა განიხილებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მოკლულია, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში გაზი იყო გაშვებული.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს ბრალს 111-109-ე მუხლით წარუდგენენ რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner