ექსპერტი დავით ქართველიშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრას ეხმიანება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან გამოიხატება სრული მხარდაჭერა დევნილი პირების მიმართ, რასაც კიდევ ერთხელ ბოროტად იყენებენ ერთ-ერთი ადამიანის პირად ტრაგედიას.
მისი თქმით აუცილებლად გამოსაძიებელი და დასჯადია, ვინც პროვოკაციებს ახდენს და ცდილობს ხელი შეუშალოს სახელმწიფოს.
„ჯერ კიდევ 12 იანვარს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ზუსტად ის განხორციელებული აქტი, რომლის ნაკლებობას საკუთარ თავს ნაცსექტის წარმომადგენლები უწუნებენ და რომელსაც, ალბათ „ძველქართულად“ - აუთრიჩს უწოდებენ სწორედ ამ ნაყოფიერი და პრაქტიკული შედეგის მქონე „აითრიჩის“ ფონზე, რასაც ხელისუფლების საკუთარ მოსახლეობასთან წარმატებული „წვდომა“ და გვერდში დგომა ჰქვია - დღეს, სრულად მოულოდნელად, „რომელიღაცა“ ბოროტი ძალის მხრიდან სწორედ დევნილთა ამ კონტინგენტში სავარაუდოდ ხელი შეუწყო ადამიანური ტრაგედიის დატრიალებას (ერთ-ერთმა ალკოჰოლურ თრობას მიძალებულმა უბედურმა ადამიანმა თავი მოიკლა) და ამაზე - დევნილთა ბუნტის აგორებას.
მოვითხოვ ხელისუფლებისაგან! უმოკლეს ვადებში დაადგინონ ამ ტრაგიკული პროვოკაციის და მთავრობასთან უკვე შემდგარი მოლაპარაკების შემდგომ აგორებული ბუნტის სულისჩამდგმელთა გამოვლინებას, გასაჯაროებას და მათ უმკაცრეს დასჯას!!! არავის არ აქვს მივიწყებული ნაცსექტის მიერ დევნილთა დაკავებული ფართებიდან ქუჩაში გაყრის კადრები. დღეს ყველა წითელი ხაზი აქვთ გადაკვეთილი და ყველაფერზე მიდიან, რომ ამ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ხელი შეუშალონ!” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.