logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რაღაც იმ პროვოკაციის სუნი უდის ამ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ციხიდან თავის დამქაშების მეშვეობით აანონსებდა, ყველგან და ყველაფერი უნდა ავურიოთ, და ავაყირავოთო
- +

16 იანვარი. 2022. 19:55

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადადგილებულთა პროტესტს.

 

როგორც ექსპერტი წერს იმ ფონზე, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და დევნილებს შორის, როცა შეთანხმებაც შედგა გარკვეულ საკითხებზე, უცნაური და გაუგებარია მათი პროტესტი.

 

მისი თქმით ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და იხსენებს მიხეილ სააკაშვილის დაპირებას ციხიდან, რომელიც ამბობს, რომ ყველგან და ყველაფერი უნდა აურიონ.

 

„ცოტა უცნაურად მეჩვენება, როდესაც დევნილები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, გარკვეულ საკითხებზეც, საკმაოდ მშვიდობიანად შეთანხმდნენ და მიუხედავად ამისა, მოულოდნელად ისევ პროტესტი და ისევ რადიკალური ფორმები. ალბათ საყურადღებოა, და ვისაც ეხება, განსაკუთრებით კი შესაბამის უწყებებს, თუ რატომ მოხდა ასე. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ რაღაც იმ პროვოკაციის სუნი უდის ამ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ციხიდან თავის დამქაშების მეშვეობით აანონსებდა, ყველგან და ყველაფერი უნდა ავურიოთ, და ავაყირავოთო. ისიც, გავიხსენოთ, როგორ სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად როგორ იყენებენ ხოლმე თითოეული ადამიანის გაჭირვებასა და უბედურებას. სწორედ ამიტომ, აუცილებელ და გადაუდებელ ღონისძიებად მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად გაარკვიონ ყველაფერი!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner