logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: საინტერესოა, ვინ დააორგანიზა დევნილების პროტესტი, ამას აშკარად პროვოკაციისა და შანტაჟის სუნი ასდის
- +

16 იანვარი. 2022. 19:57

 

 

„გამახსენდა თაბუკაშვილის ქუჩა, სახლი, სადაც თბილისის ომის დროს, უსახლკაროდ დარჩენილები ცხოვრობდნენ, სულ თვალწინ მიდგას შენობასთან მიყენებული ბულდოზერი, აივნებიდან გადმოყრილი ავეჯი და ინვალიდის სავარძლებით გამოყვანილი მოხუცები. ამის გამკეთებლები ხმას არ უნდა იღებდნენ“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პროტესტს.

 

ფოჩხუა იხსენებს თბილისის ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს და ამბობს, რომ ამის გამკეთებლები არათუ ხმას უნდა იღებდნენ, პროვოკაციის მოწყობასაც არ უნდა ცდილობდნენ.

 

„საინტერესოა ვინ დააორგანიზა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პროტესტი, მაშინ როცა ჯანდაცვის უწყების, კერძოდ მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის მიერ 12 იანვარს, შეთანხმება საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებ, უკვე შემდგარი იყო. ამას აშკარად პროვოკაციის და შანტაჟის სუნი ასდის. გამახსენდა თაბუკაშვილის ქუჩა, სახლი, სადაც თბილისის ომის დროს, უსახლკაროდ დარჩენილები ცხოვრობდნენ, სულ თვალწინ მიდგას შენობასთან მიყენებული ბულდოზერი, აივნებიდან გადმოყრილი ავეჯი და ინვალიდის სავარძლებით გამოყვანილი მოხუცები. ამის გამკეთებლები ხმას არ უნდა იღებდნენ, არა თუ საშუალება ჰქონდეთ შანტაჟის და პროვოკაციის მოწყობის. დარწმუნებული ვარ აქაც მათი ხელი ურევია. მივმართავ ხელისუფლებას, გაგვაგებინონ ვინ დგას ამის და არა მარტო ამის უკან, დროულად მიიღონ ზომები“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner