„დღეს, როცა სააკაშვილმა დიდი დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ დევნილებმა უაზრო პროტესტი დაიწყეს. დიახ, უაზრო!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პროტესტს.
„ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროში (მინისტრი ჭიაბერაშვილი იყო), სარდაფში ვადაგასულ კონსერვებს მალავდნენ. მახსოვს, როცა მიშას დროინდელმა მინისტრის მოადგილემ, თუ რაღაც ეგეთმა ტიპმა დევნილებთან დახმარების ღონისძიება ჩაშალა იმიტომ, რომ მედია აეროპორტში წავიდა სხვა თემის გასაშუქებლად და კიდევ ბევრი რამ მახსოვს და გვახსოვს. და დღეს, როცა სააკაშვილმა დიდი დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ დევნილებმა უაზრო პროტესტი დაიწყეს. დიახ, უაზრო!!! არადა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მოუწოდეს!!! არ მიდიან ტიპები. კარგი, არ გადავიდნენ და დაელოდონ ჭიაბერაშვილს“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.