logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს
- +

16 იანვარი. 2022. 20:37

 

 

„ის, რაც სააკაშვილმა სულხან მოლაშვილს გაუკეთა, იყო შურისძიება იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სიმართლე გამოაქვეყნა. ამის გამო იყო არა მხოლოდ დაჭერა, არამედ მისი წამება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, წამება სააკაშვილის ხელწერაა.

 

„მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე ვერ ეგუება, ვერ ხვდება და ვერ იაზრებს, რომ ის ციხეშია და იქ ჯდომა დიდი ხნით მოუწევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner