logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ეჭვი, რომ რაღაც გზით შესაძლოა ვადაგასული ვაქცინა გამოყენებაში მოხვდეს, არის გამორიცხული
- +

16 იანვარი. 2022. 21:18

 

 

„ეჭვი, რომ რაღაც გზით შესაძლოა ვადაგასული ვაქცინა გამოყენებაში მოხვდეს, არის გამორიცხული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„როდესაც „ფაიზერმა“ ვაქცინის წარმოება დაიწყო, მისი ვადა განისაზღვრა 6 თვით. შემდეგ დროთა განმავლობაში, დადასტურდა, რომ ვაქცინის ვადა არის ვალიდური 9 თვის განმავლობაში. ამდენად, „ფაიზერმა“, ამერიკის წამლის სააგენტომ, ევროპის მარეგულირებელმა და ყველა მარეგულირებელმა ორგანომ, რომელიც დღეს „ფაიზერს“ იყენებს, ვაქცინის 9-თვიანი გამოყენება დაუშვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

2021 წლის 22 აგვისტოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია განაახლა, რომლის მიხედვითაც, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შენახვის ვადა (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა. შენახვის ვადის გახანგრძლივება ასევე ვრცელდება იმ პარტიებზე, რომლის ვადა შესაძლოა აღნიშნულ ცვლილებამდე ამოიწურა, იმ პირობით, რომ პროდუქტი -90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner