logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო ახალ წევრებს მიიღებს
- +

16 იანვარი. 2022. 21:20

 

 

„ნატო იტყვის, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება. ეს პოლიტიკა უცვლელია, მაგრამ კომუნიკეს ტექსტი და ენა უნდა იყოს ძლიერი“, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო ახალ წევრებს მიიღებს.

 

„ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით თითოეულ სიტყვაზე, მაგრამ ნატოს მადრიდის სამიტმა უნდა მკაფიო დეკლარაცია მიიღოს, რომ ის რაც ბუქარესტის დეკლარაციაში წერია უნდა აღსრულდეს რამდენიმე წელიწადში ან ერთი წლის მერე. ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო ახალ წევრებს მიიღებს. ეს გარდაუვალი პროცესია“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner