„საქართველოს 20% ოკუპირებულია და ყირიმი ანექსირებულია. ჩვენ ვიცით როგორი უმძიმესი შედეგები მივიღეთ. დიახ, მაშინ სწრაფად ვიმოქმედეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. სხვა გზას ნატოს რუსეთი არ უტოვებს“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
მისი თმით, სანქციებმა რუსეთი ისე უნდა დააზარალოს, რომ ყველა ნაბიჯი ინანონ, რადგან რუსეთს დიპლომატია არ ესმის.
„ჩვენ ვიმკით იმ შედეგებსა და იმ გაუთვალისწინებელ გაკვეთილებს, რომლებიც ძალიან კარგად უნდა გაგვეთვალისწინებინა 2008 წელს და 2014 წელს. ჯერ იყო საქართველოში ომი და შემდეგ ყირიმის ანექსია. ჩვენ ვერც ერთი ოკუპაცია გავითვალისწინეთ და ვერც უკრაინის ტერიტორიის ანექსია. საქართველოს 20 % ი ოკუპირებულია და ყირიმი ანექსირებულია. ჩვენ ვიცით როგორი უმძიმესი შედეგები მივიღეთ. დიახ, მაშინ სწრაფად ვიმოქმედეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. გვქონდა უმკაცრესი განცხადებები, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ყველა გაუთვალისწინებელ შეცდომას სათანადო შედეგი აქვს. ოკუპაციისა და ანექსიის ფასი არის უმძიმესი. ეს დღეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რუსეთის ხელისუფლება დღეს კარგავს რეიტინგს და მათ სურთ დიდი ან პატარა კონფლიქტი. კონფლიქტი რუსეთში ხელისუფლების რეიტინგს მაღლა წევს, მაგრამ ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე ხდება ყველაფერი. ეს ძალიან რთული და სახიფათო თამაშია, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ეს არის რეალობა და ეს არის ის უმძიმესი ვითარება, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. რუსეთის ხელისუფლება იგონებს საფრთხეებს, რომლებიც არ არსებობს და მოსახლეობაში მოლოდინის ხარისხს მაღლა წევს. არავინ აპირებს რუსეთს თავს დაესხას და თავად უქმნიან ყველას საფრთხეს. ძალიან სახიფათოა რომ რუსეთის მოსახლეობა მომზადებულია ომისთვის . რუსეთის მოსახლეობის 50 %-ს სჯერა, რომ პროვოკაციებს აშშ და ნატო ქმნის. თუ რამე მოხდება და ეს იქნება კატასტროფა, რუსეთის მოსახლეობამ იცი თუ ვინ დაადანაშაულოს. ეს არის ნატო და აშშ. დიალოგი ძალიან კარგია, მაგრამ რეცეპტი არ არის. ვხედავთ რომ ომის განახლების შანსი არ შემცირებულა. არც რუსეთია მიამიტი და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნატოში მათ მოთხოვნებს არავინ გაითვალისწინებს. ეს ძალიან კარგად იციან. როგორ წარმოგიდგენიათ, ნატოს 30 წევრი ქვეყანა შეიკრიბოს და მე-10 მუხლის გაუქმებით თვითმკვლელობა ჩაიდინოს. ეს წარმოუდგენელია. ეს არასდროს მოხდება. ეს ვერ მოხდება და წერტილი. აქედან გამომდინარე, ის რაც მოხდა ნატო- რუსეთის საბჭოზე მოსალოდნელი იყო და სხვანაირად არ მოხდებოდა. ყველამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ძალიან სახიფათოა დიალოგის რეჟიმის ატმოსფეროს შექმნა. ამ დიალოგს არსად და ვერსად მივყავართ. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. სხვა გზას ნატოს რუსეთი არ უტოვებს. სანქციები უნდა იყოს უმკაცრესი და არა ხელოვნური. ძალიან მტკივნეული უნდა იყოს შეზღუდვები რუსეთისთვის და ისინი დააზარალოს. სანქციებმა რუსეთი ისე უნდა დააზარალოს, რომ ყველა ნაბიჯი ინანონ. რუსეთს დიპლომატია არ ესმის. მათ არაფერი ესმით. ძალიან კარგია საუბარი, ვინ ამბობს რომ დიალოგი ცუდია, მაგრამ შედეგი არ არის. არ უნდა ვენდოთ დიალოგს, რომელსაც არსად მივყავართ. რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლება იქნება უდიდესი კატასტროფა. დიალოგს უნდა თან სდევდეს უმკაცრესი სანქციები“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.