„საქართველოს მაპი 2008 წელს უნდა მიეღო. მაშინ სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ნაბიჯით რუსეთს პროვოკაციებისკენ ვუბიძგებდით. დიახ, რუსეთი არ არის ნატოს კარისკაცი, მაგრამ რუსეთი მუდმივი საფრთხის შემოქმედია. 2008 წლის სამიტის შემდეგ ძალიან მალე მიხვდა ყველა, რომ მაპის მომხრეები მართლები ვიყავით“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ არათუ მაპი, არამედ წევრობის ძალიან მკაფიო პერსპექტივა უნდა მიიღოს.
„დღეს რუსეთი უფრო მეტს ითხოვს. ისინი მოუწოდებენ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას. საქართველომ არათუ მაპი, არამედ წევრობის ძალიან მკაფიო პერსპექტივა უნდა მიიღოს. სტაბილურობას ძალიან ბევრი განმარტება აქვს. თუ თავის ტკივილს გავიხანგრძლივებთ, მაშინ შედეგები სათანადო იქნება. საფრთხე ჩვენი სახლებისკენ მოიწევს. რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლას და უფრო მეტიც, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ზუსტად ამას ითხოვენ და ამის დაკმაყოფილებას მოელიან ნატოდან. რუსეთი მოქმედების მეთოდების ლეგიტიმაციას ცდილობს და ამას ნატო ვერ შეეგუება“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.